"ლილო 1" განახლებული საბაჟო და სასაწყობო ტერმინალია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. ტერმინალი გაშლილია 22 ჰექტარზე, სადაც 56,000 კვ.მ. გადახურულ საწყობებს უკავია. "ლილო 1"-ში ტვირთი შემოდის როგორც რკინიგზით, ასევე სამაქანო გზით. იგი თანამედროვე ტიპის უდიდესი და ყველაზე მოდერნიზებული ტერმინალია მთელ რეგიონში. "ლილო 1"-ს გააჩნია უზარმაზარი სასაწყობე სივრცეები და წარმოადგენს 3 სხვადასხვა და ერთმანეთთან დაკავშირებულ ზონას:

საბაჟო ტერმინალი
კომერციული სასაწყობო ტერმინალი
საწარმოო ზონა

საბაჟო ტერმინალი მოიცავს 17,000 კვ.მ. საბაჟო-სასაწყობო ფართს. კომერციული საწყობები კი - 38,000 კვ.მ. სასაწყობო ფართს. კომერციული საწყობები უზრუნველყოფილია კონდიცირებული, შეყინვისა და გაყინვის რეჟიმით; ამავე დროს, არასტანდარტული საქონლის ტრანსპოტირების საშუალებებით. საწარმოო ზონა შენების სტადიაშია და 2008 წლის ბოლოსათვის დასრულდება 2 ქარხანა, რომელიც გამოუშვებს ინდუსტრიულ "სენდვიჩ-პანელებს" და მაცივრის კარებს.

მრავალფუნქციურობა, უმაღლესი დონის მექანიზაცია და მაღალპროფესიული კადრები "ლილო 1"-ს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს სრული ლოგისტიკური მომსახურება კონკურენტუნარიან ფასებში. "ლილო 1"-ის დამატებითი პრიორიტეტებია: ადგილობრივი საბანკო მომსახურება, საინფორმაციო ბიურო, პარკინგი, მოსასვენებელი ოთახები და კვების ობიექტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ საერთაშორისო მწარმოებელთან მათი საქონლის იმპორტირებისა და დისტრიბუციისათვის საქართველოსა და კავკასიაში. უახლოეს მომავალში გაიხსნება საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსდება იმპორტირებული საქონლის ნიმუშები და აგრეთვე, შემოგთავაზებთ ინტერნეტ-მაღაზიის სერვისს.